ნიშაში გამოსახული წმ. ნონოს ფრესკა (სეფიეთის ეკლესია) |
*სეფიეთის სამნავიანი ბაზილიკა-მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია - მე-5 საუკუნის ძეგლი ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით; ცოტა ხნის წინ გაშიფრულ იქნა ტაძრის სტოაში (მარჯვენა მხარეს) აღმოჩენილ ქვაზე ამოკვეთილი ბერძნული წარწერა.
*ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია- მე-15-მე-16 საუკუნის ძეგლი. ეკვდერის მარცხენა მხარეს ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია ,,კაცუნა“, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ტაძარს აქვს Iქვედა სართული და გვირაბი, რომელიც სავარაუდოდ გადის მდ. ცხენისწყლის მე-2 ნაპირზე;
*კადარის მაცხოვრის სახელობის ეკლესია- შემორჩენილია ნანგრევების სახით. ბაზიკილური ტიპის ეკლესიის კამარაზე ჯერაც შემორჩენილია კერამიკული ჭურები;
*გულეიკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია-ბერძენი ხელოსნების მიერ აგებული ისტორიული ძეგლი;
*სუჯუნის წმ .გიორგის სახელობის მე-18 ს. ეკლესია. გადმოცემით კედლებში ჩატანებულია წმ. გიორგის ყური. სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად.
*
კეთილარის თემის სოფელ გულეიკარის ტერიტორიაზე მდებარე
ბორცვს, ე.წ. ,,ნამარნუს ბორცვს“, სადაც განთავსებული აუძველესი პერიოდის (გვიან ბრინჯაო, გვიან ანტიკური ხანა) ნამოსახლარი მინიჭებული აქვს ,,კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძრგლის სტატუსი.
სურათზე აღბეჭდილია არქეოლოგიური გათხრებისასა აღმოჩენილი მასალები
* სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს მწერალ-აკადემიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი;
*სოფელ ნაესაკოვოში გაიხსნა პოეტისა და საზოგადო მოღვაწის სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი.
ტრადიცია
ღრმა სოფლებში შემორჩენილია ძველებური ოდა -სახლები, რიკულებიანი აივნები, ჩვენი ყოფითი გემოვნებიანი კულტურის დასტური,- მეგრული სამზარეულო.
სულში ჩამწვდომი ფოლკლორის, ხალხური მარგალიტების დაცვას, შესრულებას და პოპულარიზაციას ეწევიან მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა სახის ანსამბლები, რომელთაგან უხუცესს, სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“ შთამომავლებმა 80 წლის იუბილეზე კულტურის ცენტრის შესასვლელთან მისი სახელობის ტატანი (ვარსკვლავმორბედი) გაუხსნეს. ეს ის ანსამბლია, რომელსაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩვენი თანასოფლელი, ცნობილი ლოტბარი, მასწავლებელთა მასწავლებლად წოდებული ლომინ გუგუშვილი ეგდა სათავეში.
- გსურთ გვნახოთ, როგორები ვართ სინამდვილეში აბაშელები?
- გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ აბაშა?
გვეწვიეთ, გვაწვიეთ სტუმრები ,,აბაშელობის“, ,,კონსტანტინეობის“, ,,გიორგობის“, ,,სიმონობის“ დღესასწაულებზე.
გვეწვიეთ ნებისმიერ დროს დიდი კონსტანტინეს, დუტუ მეგრელის, ალექსანდრე აბაშელის, სიმონ ჩიქოვანის, სერგი მაკალათიას, ვარლამ თოფურიას, პაატა გუგუშვილის, აკაკი ხოშტარიას, ირაკლი უჩანეიშვილის...რადიშ თორდიას, სოსო ქოიავას, ბათუ დანელიას .... ოდაბადეში.
ჩვენთან დიდი რთველი არასოდეს სცოდნიათ, თუმცა ყურძნის მრავალი სახეობა არსებობს. საღვინე წვენის მიღებას ყურძნის დაწურვას ,,წილახუას“ ვეძახით, ხის საჭყლეტს -,,ოჭინახუს“... სტუმარ-მასპინძლობა, სტუმართ მოყვარეობა აბაშელების ერთ-ერთი მთავარნიშანთაგანია.
ფოტო გადაღებულია სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმის გახსნის დღეს (სოფელი ნაესაკოვო) |
,,აბაშობის“ დღესასწაული
(სოფ. ძველი აბაშა, მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი)
კიდევ ერთი ტრადიცია- ცხენოსნობა
კიდევ ერთი ტრადიცია- ცხენოსნობა
აბაშა ოდითგანვე ცხენოსნობით ყოფილა ცნობილი. ტრადიცია გრძელდება. დღეს აბაშელი ცხენოსნები თავიანთი სახელოვანი წინაპარი სპორტსმენების დარად გამარჯვებებს გამარჯვებების მოპოვებით ახარებენ გულშემატკივრებს. დოღი, მარულა, ცხენბურთი, ისინდი, ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში საქართველოს პირად-გუნდური და სვა სახის პრესტიჟული ტურნირები უკვე მრავალი წელია აბაშის იპოდრომზე ტარდება და უმეტესად აბაშელთა გამარჯვებით მთავრდება.
,,თვალწარმატაცი სანახაობა კვათანის იპოდრომზე“, ასე შეაფასა ,,მსოფლიო სპორტმა“ (საინფორმაციო სააგენტო) 2012 წლის 28 აგვისტოს დაწყებული ჩემპიონატი ცხენოსნობის ნაციონალურ სახეობებში
Комментариев нет:
Отправить комментарий