სოფლის მეურნეობა


   ,,აბაშა ოდითგან აგრარული მიმართულების და მარცვლეულის მწარმოებელი მხარე იყოო“, აღვნიშნეთ და მომდევნო ნაწილში სოფლის მეურნეობაზე გესაუბრებით...
    
სოფლის მეურნეობა 
     თუ ,,გეორგია“ მიწათმოქმედთა ქვეყანას ნიშნავს, მაშინ აბაშელები ყველაზე მეტი გეორგიანელები ყვოფილვართ. ჩვენი ძირითადი რესურსი მიწაა სახნავი, საძოვარი და მრავალწლიანი ნარგავებისათვის განკუთვნილი. საყოველთაოდაა ცნობილი ,,აბაშური ყვითელი“-სიმინდის ჯიში.
 
     დასავლეთ საქართველოში მხოლოდ   აბაშაში
მარცვლეულის შესანახი ცენტრი
აშენდა მარცვლეულის შესანახი ცენტრი,
სადაც დაახლოებით 25 ათას ტონამდე სიმინდის შენახვაა შესაძლებელი. 
     მექანიზაციის ცენტრის  80-მდე მანქანა-დანადგარი, თესვიდან დაწყებული მარცვლის აღებით დამთავრებული, ემსახურება მოსახლეობას.
  სეფიეთში რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს იტალიური ფირმის ,,ფერეროს“ ,,შვილობილი“ ფირმა ,,აგროჯორჯია“, რომელსაც ძველ აბაშაში, სეფიეთსა და ონტოფოში 442 ჰექტარზე გაშნებული აქვს თხილის პლანტაცია. სეფიეთელებმა პირველი მოსავალი ამ შემოდგომაზე აიღეს.

ბრინჯის მოსავლის აღება
   პირველად აბაშის სინამდვილეში სოფელ ზანათში ძმებმა ბოკუჩავებმა 1000 ჰექტარზე დათესეს ბრინჯი და დაახლოებით 80 ტონა მოსავალი მოიწიეს. 
  სოფელ მარანში ი/მ ზაზა ჭანტურიამ დაარსა რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო. საწარმო ,,აბაშელი ფერმერის“ სახელწოდებით 
ამზადებს და  რეალიზაციას უკეთებს ნატურალური რძისგან დამზადებულ არაჟანს, მაწონს.
  საფუძველი ეყრება მეაბრეშუმეობის აღორძინების საქმეს; პრიორიტეტულადაა მიჩნეული მესაქონლეობა, მეფრინველეობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий