ჩვენს შესახებ

                                                                   ჩვენს შესახებ


     ,,გაიცანით ჩვენი რაიონი“,- ეს  კონკურსი გუნდურ მუშაობას საჭიროებდა, თავდაპირველად შევიკრიბეთ იმაზე მეტნი, ვიდრე საკონკურსო პირობა მოითხოვდა. ჩვენს შესაძლებლობებს ყველანი ვიცნობთ და ზოგჯერ გადაჭარბებულადაც ვაფასებთ, ამიტომ პედაგოგების რჩევებიც გავითვალისწინეთ, ავწონ-დავწონეთ და ჩამოვყალიბდით ამ შემადგენლობით: თეონა ჭანტურია (მეცხრე კლასელი), ილია ცაავა (მერვე კლასელი), გიორგი ესვანჯია (მერვე კლასელი), თემურ სოლომონია (მეშვიდე კლასელი), მარი კუპრეიშვილი (მეშვიდე კლასელი). ვმუშაობდით დამოუკიდებლად, ზოგჯერ ცალ-ცალკე, უმეტესად - ერთად.


   რა მიმართულებით გვემუშავა, გვქონდა რამოდენიმე ვარინტი.
  მათგან  რომლისთვის მიგვენიჭებინა პრიორიტეტი, რა ფორმით წარმოგვედგინა ნამუშევარი,-ამ კუთხით კონსულტაციებს ჩვენი სკოლის ისტორიის პედაგოგ მერი ბოხუასთან გავდიოდით.


    ფოტოების უმრავლესობა ჩვენ თვოთონ გადავიღეთ, ზოგი მოვიძიეთ. სხვადასხვა წყაროებიდან(წიგნები, გაზეთები) ვიმუშავეთ ტექსტუალურ მასალებზე. ვიყავით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ბიბლიოთეკაში, ვესწრებოდით მოსავლის აღებას.  დაგროვილი ზღვა მასალიდან მცირედი ამოვიღეთ და თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანეთ...    


   სოფელი ეწერი სუჯუნის თემში შედის.. ისტორიკოსისა და მხარეთმცოდნე  გივი ელიავას გამოკვლების მიხედვით  სუჯუნა ოდესღაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო ,,ფაზის -კოტაის სამდინარო და სახმელეთო გზაზე“. სუჯუნის ცენტრში დგას თეთრი თლილი ქვით ნაგები  სუჯუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ილორის წმ .გიორგის ეკლესიასთან ერთად ძლიერი სალოცავია საქართველოში. იქვე ებრაელთა სინაგოგა და ცნობილი მეცენატის აკაკი ხოშტარიას სასახლეა...
                                                                                              
მშენებარე  ეკლესია



 
 ღვთის სადიდებლად  მალე ჩვენს სოფელშიც დასრულდება ეკლესიის მშენებლობა. იგი აღდგომის სახელობისა იქნება





ეს ჩვენი სკოლაა-  ეწერის საჯარო სკოლა. იგი არსებობის 120 წელს ითვლის. სკოლის პირველი შენობისათვის ხის მასალა  მოსახლეობას შეუგროვებია. თავდაპირველად იგი დაწყებითი, ოთხწლიანი განათლების მისაღებად ყოფილა გათვალისწინებული.

ჩვენი სკოლის მისამათია:            აბაშის მუნიციპალიტეტი, სუჯუნის თემი, სოფელი ეწერი

       ელ.ფოსტა:                            ewerisajaroskola@yahoo.com


გამოყენებული ლიტერატურა:
* ,,აბაშა ენციკლოპედია“; შპს გამომცემლობა ,,მერიდიანი“, თბილისი, 2010 წელი 
/გამოიცა სრულიად საქართველოს საზოგადოება კოლხეთისა და  აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეკომენდაციით აკადემიკოს ალექსანდერე კუჭუხიძის რედაქციით/
*დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა -,,სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორია“ ;2009 წ.        
* გაზეთი ,,აბაშის მაცნე“-საარქივო მასალები
*,,თვალწარმატაცი სანახაობა კვათანის იპოდრომზე“-საინფორმაციო საგენტო WORLDSPORT.GE
                                                                                       /მსოფლიო სპორტი/ 18.08.2012
*მასალები  აბაშის მუნიციპალიტეტის ვებგვერდიდან ABASHA.GE
* აბაშის მუნიციპალიტეტის შესახებ საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები


Комментариев нет:

Отправить комментарий