საკონკურსო თემაზე მუშაობა სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი პედაგოგის, ქალბატონ მერი ბოხუას რჩევით აბაშის ღირსშესანიშნაობები მოვინახულეთ, გზადაგზა პრობლემების შესახებაც გვესაუბრნენ. ვნახეთ გაჩეხილი ქარსაფარი ზოლები, მდინარის გაბინძურებული სანაპიროები, მიტოვებული და გაძარცვული, უფუნქციო შენობა-ნაგებობები.
ჩვენ ასაკით ძალიან პატარები ვართ, რომელიმე გლობალური პრობლემის დაძლევის გზებზე წინადადებები წარვადგინოთ, მაგრამ გვაქვს ზოგიერთი მათგანის დაძლევის მარტივი, ჩვენეული ხედვა, მაგალითად: ჩვენ თვითონ უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივები, დავასუფთავოთ გარემო, დავრგოთ ხეები არა მხოლოდ ამ აქციებისათვის სპეციალურად განკუთვნილ დღეებში.
ლ ა მ ა ზ ი ა.....
ეს სურათი არც მეტი, არც ნაკლები აბაშაში, წყემის ნაკრძალშია გადაღებული...
მინაწერი
*ჩვენი სკოლის გვერდით, სოფლის ცენტრში დგას საკმაოდ კარგი, საინტერესო არქიტექტურით აგებული ძველი ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც რამოდენიმე ათეული წლის უკან განთავსებული იყო ეწერის სასოფლო კლუბი.
ჩვენი დიდი სურვილია შენობას ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი და იგი მომავალში იქცეს ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად.
Комментариев нет:
Отправить комментарий