აბაშის გერბი და დროშა



    გერბი
    ზედა ნაწილში თეთრ ფონზე წითელი ჯვარი განასახიერებს წმ. გიორგის სიმბოლოს. ჯვარს ქვემოთ მოთავსებული დამპყრობლის ხმალი კი არის სიმბოლო წმ. გიორგის მიერ მურვან ყრუს ლაშქრის ძლევისა, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში (კეთილარის თემი) მომხდარა მე-8 საუკუნეში.
   ოქროს საწმისი სიმბოლოა ძველი კოლხეთის დიდებისა, აბაშა კი კოლხეთის სამეფოს ცენტრალური ნაწილი იყო  და მისი ერთ-ერთი მემკვიდრეთაგანია .
    მწვანე ფონზე კლაკნილი ხაზები მდინარეებს ,,აბაშასა“ და ,,ცხენისწყალს“ განასახიერებს და  უკვე მონათხრობ, ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელდების ისტორიულ ეპიზოდს ეხმიანება; მდინარეებს შორის სიმინდის ტაროები იმის მიმანიშნებელია, რომ აბაშა ოდითგან აგრარული მიმართულების და მარცვლეულის მწარმოებელი მხარე იყო და არის დღესაც.


დროშა
ლურჯი ფერი- სიმბოლოა სიდარბაისლის, სიდინჯის, კეთილშობილებისა და სიკეთისა; მწვანე ფერი-მოზეიმე ფერია, კეთილი მოსავლის და სიცოცხლის გაგრძელებისა; თეთრ ფონზე წითელი ჯვარი-სიმბოლოა წმ. გიორგისა. აბაშა ძველთაგან სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

/აბაშის სიმბოლოების იდეის ავტორია აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრისა და გულეიკარის ეკლესიის  მოძღვარი, დეკანოზი მამა კონსტანტინე (კაჭარავა)/

Комментариев нет:

Отправить комментарий